The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



არჩილ გულისაშვილი

არჩილ გულისაშვილი
Date of birth:13 April, 1888
Date of death:30 December, 1971  (at 83 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. საგარეჯო.

დაამთავრა პეტერბურგის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტი 1916 წელს.

სტუდენტობის პერიოდში დაიწყო მუშაობა პუტილოვოს ქარხანაში მუშად, შემდეგ ობუხოვის ქარხანაში ოსტატად; 1914 წელს დაინიშნა რუსეთის ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს სამთო დეპარტამენტში უმცროს ინჟინრად; 1915 წელს ამავე სამინისტროს დავალებით შეუდგა სპეციალური შენადნობის დამზადებას; 1916 წელს ხელმძღვანელობდა ეკატერინებურგის მაზრის სოფელ ბოევკაში ვოლფრამიტის საბადოებზე ელექტრომეტალურგიული ქარხნის მშენებლობას და ორგანიზაციას უწევდა ახალი შენადნობების დამზადებას ურალის საბადოებზე; აქვე კითხულობდა ლექციებს; 1921 წელს დაბრუნდა სამშობლოში და დაინიშნა სპეციალისტ-კონსულტანტად სახალხო მეურნეობის უმაღლეს საბჭოში; პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; 1928 წელს მონაწილეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პოლიტექნიკური ფაკულტეტის გამოყოფასა და პოლიტექნიკური ინსტიტუტის დაარსებაში; იყო მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანი და კათედრის გამგე; 1948-1953წწ. საქართველოს პოლიტექნუკური ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სასწავლო–სამეცნიერო ნაწილში; 1930 წლიდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა საქართველოს პოლიტექნუკური ინსტიტუტის მხაზველობითი გეომეტრიისა და საინჟინრო გრაფიკის კათედრას; ავტორია მეტალურგიის, მხაზველობითი გეომეტრიისა და მანქანათა ნაწილების სახელმძღვანელოებისა; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; მეტალურგი, პროფესორი (1930).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.194

Awards and Honors

  • 1944 - საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე
  • 1923 - საპატიო სიგელი
    ყურძნის საწნეხი მანქანის გამოგონებისათვის

Bibliography


Share: