შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ ნოდარიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი პიპილეთი, ონის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი 1960 წელს; მოსკოვის საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემია 1980 წელს. თბილისის საავიაციო ქარხანა, ინჟინერ-ტექნოლოგი (1960); 1960-1961წწ. ჩორდის ბარიტის მაღაროთა სამმართველო "საქსამთოქიმმშენის" ტრესტი, ტრანსპორტის უფროსი; 1961-1974წწ. ონის ავტოსატრანსპორტო საწარმოს დირექტორი, საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის სამინისტრო; 1974-1986წწ. სახალხო დეპუტატების ონის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე; 1986-1989წწ. სახალხო დეპუტატების ონის რაიონული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე; 1989-1991წწ. საქალაქო კომპარტიის ონის რაიკომის პირველი მდივანი; "საქგვირაბმშენის" მუშა (1991); 1992-1999წწ. ონის რაიონის გამგეობის თავმჯდომარე; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №43 ონის საარჩევნო ოლქიდან. მიღებული აქვს მედალი "ყამირი მიწების ათვისებისათვის" (1957), საქართველოს ავტოტრანსპორტის დამსახურებული მუშაკი (1972). წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 259; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 278; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.282 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |