Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნინო ნიჟარაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტის კინომხატვრობის განყოფილება 1971 წელს. 1974-1880წწ. იყო ბათუმის სამხატვრო სასწავლებლის სპეცსაგნების მასწავლებელი; 1981-1986წწ. ბათუმის თოჯინების თეატრის მთავარი მხატვარი და მხატვრის სახლის მთავარი მეთოდისტი; 1986 წლიდან ბავშვთა ხელოვნების სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1995 წლიდან აჭარის ხელოვნების მუზეუმის დირექტორი. შექმნილი აქვს გრაფიკული სერია "ძველი თბილისი"(1972), "თეატრი", ფერწერული ტილო "1942 წელი". მიღებული აქვს რუმინული დრამატურგიის ფესტივალის I ხარისხის დიპლომი, სპექტაკლისათვის "მზის სხივი" (1982), საქართველოს თეატრალური საზოგადოების ჯილდო, საუკეთესო სცენოგრაფიისათვის (1982), აჭარის უზენაესი საბჭოს საპატიო სიგელი (1995), აჭარის კულტურის სამინისტროს სიგელი (1995). ჰქონდა გამოფენები ჩეხეთში, პოლონეთში, რუსეთში, თურქეთში. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 257; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.231 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |