შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბორის გულისაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. პეტერბურგი. 1938-1960წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში თავდაპირველად მუსიკის თეორიის კათედრაზე, ხოლო შემდეგ 1956-1958წწ. თეორიულ საკომპოზიციო ფაკულტეტის დეკანად; 1960-1960წწ. იყო ტაშკენტის, 1963-1965წწ. ალმა–ათის, 1966-1977წწ. თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი; კითხულობდა ჰარმონიისა და მუსიკის თეორიის სისტემების კურსს; ძირითადად მოღვაწეობდა ქართული ხალხური მუსიკისა და მუსიკალური აკუსტიკის სფეროში; ძირითადი ნაშრომები: "კილოები ქართული ხალხური სიმღერების თანხლებასა და საკრავიერ მუსიკაში"(1967), "ობერტონების რიგი და ტემბრული განვითარება" (1971), "ნეიტრალური ინტერვალები ქართულ ხალხურ სიმღერაში" (1972); მას ეკუთვნის გამოკვლევები შუა აზიის ხალხთა მუსიკის საკითხებზე: "სუფთა წყობა და ხალხური მუსიკალური მოქმედება" (1956), "იბნ–სინა და სუფთა წყობის შექმნა" (1964); მუსიკათმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1971). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.194 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |