შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ბერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ერკეთი, ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტი 1937 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1940 წელს; ქალაქ ტვერის წითელი არმიის უმაღლესი სამხედრო პედაგოგიური ინსტიტუტი 1941 წელს; მოსკოვის სამხედრო–პოლიტიკური აკადემია 1950 წელს; სამხედრო–პოლიტიკური აკადემიის ადიუნქტურა 1955 წელს. 1940 წლიდან იყო წითელი არმიის რიგებში; 1945 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა სამხედრო დაწესებულებებში; 1991 წელს საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტში ჩამოაყალიბა პირველი ეროვნული სამხედრო კათედრა; სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992). მე-2 მსოფლიო ომის მონაწილე. 1992-1995 წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მშრომელთა სოციალისტური პარტია, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი (1984), გენერალ–მაიორი (1993). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "არარუსი ეროვნების მეომართა სამხედრო-პატრიოტული აღზრდა", დაიცვა 1955 წელს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.404; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.91; თბილისში დადის ჭარმაგი გენერალი //საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1996. - 5 იანვარი. - N2(2115). - 1 გვ. (dspace.nplg.gov.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.308; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |