Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ბერიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1971-1877წწ. თბილისის "ხელოვნების წამახალისებელ საზოგადოებასთან" არსებულ სამხატვრო სკოლაში, 1877-1878წწ. და 1881-1882წწ. პეტერბურგის სამხატვრო აკადემიის თავისუფალი მსმენელი. 1879-1880წწ. და 1883-1885წწ. ცხოვრობდა იტალიაში, მუშაობდა ქალაქ ნეაპოლის სამეფო სამხატვრო სასწავლებელში. იტალიაში შეისწავალა გრაფიკის ხელოვნება. საქართველოში აგზავნიდა ილუსტრირებულ ფურცლებს "ხმა იტალიიდან", რომლებსაც ქართველთა შორის წერა–კითხვის საზოგადოება დიდი ტირაჟით ბეჭდავდა. 1885 წელს საქართველოში დაბრუნდა. თანამშრომლობდა ჟურნალებში "კვალი" და "თეატრი". ჟურნალ "თეატრში" აქვეყნებდა გამოჩენილი ქართველ მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების პორტრეტებს. 1886 წელს დახატა ფარდა "არტისტული წრის" თეატრისათვის, შექმნა ესკიზები თეატრალური დადგმებისათვის, 900-იანი წლების დასაწყისში შემოქმედებით-პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ქალაქ ბათუმში. 1906 წლიდან ქალაქ ვლადიკავკაზში კადეტთა კორპუსში ასწავლიდა ხატვას. მისი მნიშვნელოვანი ნამუშევრებია: "რ. გველესიანის პორტრეტი"(1881), "მოღიმარი მოხუცი"(1881), "ქალის პორტრეტი", "უცნობი მოხუცის პორტრეტი"(1882), "სალამურიანი ბიჭი"(1892), "სალამურზე დამკვრელი"(1895), "წინდის მქსოველი გოგონა"(1892), "მწყემსი ბიჭი" და სხვ.(ყველა სურათი ინახება საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში). ფერმწერი, გრაფიკოსი, ახალი ქართული რეალისტური მხატვრობის ერთ-ერთი ფუძემდებელი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.403
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |