The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზაქარია ბერიშვილი

ზაქარია ბერიშვილი
Legal name:შაქრო ბერიშვილი
Date of birth:28 January, 1887
Date of death:9 May, 1965  (at 78 years)
Category:Actor/Actress, Filmmaker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა თბილისის საქალაქო სასწავლებელში.

1905–1907 წლებში ავჭალის აუდიტორიის მსახიობია, 1907-1909 წლებში კი ქართულ დრამატულ თეატრშია. 1909-1911 წლებში რეჟისორის თანაშემწეა მოსკოვის სამხატვრო თეატრში. 1911-1913 წლებში ქართული დრამატული თეატრის რეჟისორი და მსახიობია. 1913-1915 წლებში  იგი მიიწვიეს რეჟისორად პეტერბურგში კომისარჟევსკაიას სახ. თეატრში. 1915 წელს ზაქარია ბრუნდება საქართველოში და მუშაობას განაგრძობს რეჟისორად ქართულ დრამატულ და ნაძალადევის თეატრში. 1918 წელს  იგი გ. ჯაბადათან ერთად აყალიბებს თეატრალურ სტუდიას. 1920 წელს თბილისის დრამატულ თეატრში დადგა სპექტაკლი "მარიამ მაგდალინელი", რომლის განხორციელება ლადო მესხიშვილმა დაიწყო, მაგრამ მისი გარდაცვალების გამო ზაქარიამ დაასრულა. 1921 წელს მონაწილეობს საქართველოს სსრ განათლების სახალხო კომისარიატის კინოსექციის ჩამოყალიბებაში და მუშაობას იწყებს კინოსტუდიაში მსახიობად და მთავარ ადმინისტრატორად. შესრულებული აქვს ეპიზოდური როლები სხვადასხვა ფილმებში: მამა ("ამერიკანკა"), მათხოვარი ("მამის მკვლელი", 1923), მოურავი ("არსენა ყაჩაღი", 1923), მახნოველი ("წითელი ეშმაკუნები", 1923 ), მეირი ("სამი სიცოცხლე") და სხვა. პირველი კინოსარეჟისორო გაკვეთილები მან მიიღო კოტე მარჯანიშვილისაგან, რომელმაც თანადამდგმელად მიიწვია კინოფილმ "სამანიშვილის დედინაცვალზე". ამ ფილმმა განსაზღვრა მისი რეჟისორული კარიერა. მან დამოუკიდებლად შექმნა ფილმები: "იბრაჰიმი და გოდერძი" (1927), მანვე გადაიღო "ღრუბელთა თავშესაფარი" (1928), "საკანი № 79" (1930), "ტონია ფრონტზე" (1931), "მდინარის გაღმა" (1935), "ცანის ხეობის საუნჯე" (1941), "საკანი 79", "ღრუბელთა თავშესაფარი".

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.403; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.13; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge

Awards and Honors

  • 1961 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1941 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: