Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ ნიჟარაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1955 წელს. 1964-1971წწ. იყო სამხატვრო აკადემიის ხატვის კათედრის პედაგოგი, 1982-1987წწ. რექტორი; მუშაობს მხატვრობის სხვადასხვა დარგში: ფერწერა, გრაფიკა, თეატრალური, კინო და კედლის მხატვრობა. 1955 წლიდან სისტემატურად იღებს მონაწილეობას საქართველოს რესპუბლიკურ და საბჭოთა კავშირის საკავშირო გამოფენებში, იფინება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ქართველ მხატვრებთან ერთად. მისი ნამუშევრები დაცულია: ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში (თბილისი), თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმში (თბილისი), მხატვართა კავშირში (თბილისი), ტრეტიაკოვის გალერეაში (მოსკოვი), რიო-დე-ჟანეიროს ნაციონალური გალერეა (ბრაზილია), ლუდვიგის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (აახენი, გერმანია), ამერიკის, საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, შვედეთის, საბერძნეთის და სხვა ქვეყნების კერძო კოლექციები. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 257; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.200 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |