The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ირმა ნიორაძე

ირმა ნიორაძე
Date of birth:15 January, 1969  (55 years)
Category:Dancer, Entertainer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1987 წელს; 1987-1988წწ. იყო პეტერბურგის სახელმწიფო ქორეოგრაფიული აკადემიის სტაჟიორი.

1989-1990წწ. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; მის რეპერტუარშია მთავარი როლები ბალეტებში "ჟიზელი", "სერენადა", "დემონი". 1991 წელს კოპენჰაგენის(დანია) სამეფო თეატრის სტაჟიორი; 1992 წლიდან პეტერბურგის მარიინის თატრის სოლისტი და პრიმა ბალერინა. რეპერტუარი: მთავარი როლები ბალეტებში "გედების ტბა", "დონ კიხოტი", "ბაიადერკა", "ლეგენდა სიყვარულზე", "კორსარი", "მძინარე მზეთუნახავი", "შეჰერაზადა", "კარმენ-სიუიტა", "რაიმონდა", "ბახჩისარაის შადრევანი", "გოია', "სერაფიტას კოცნა", "სიმფონია დო მაჟორი" და სხვა. ქართველი ბალერინა. 

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 256; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.103

Awards and Honors

  • 2003 - ყოველწლიური პრემია "პოზიტანო 2003 — ცეკვის ხელოვნებისთვის"(იტალია)
  • 2002 - საყოველთაოდ აღიარებულ რუსეთის ქალთა პრემია "ოლიმპია", რუსული ბალეტის სკოლის ტრადიციების შენახვისა და განვითარებისთვის
  • 2002 - რუსეთის დამსახურებული არტისტი
  • 1998 - ღირსების ორდენი
    საბალეტო ხელოვნების განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის
  • 1997 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1990 - აშშ მსოფლიო საერთაშორისო საბალეტო კონკურსის ლაურეატი(ჯექსონი)

Share: