შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არჩილ გედენიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1986 წელს. 1978–1980წწ. იყო თბილისის N8 საავადმყოფოს სანიტარი; 1986–1988წწ. ბავშვთა ქირურგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1988–1992წწ. უფროსი ლაბორანტი; 1992–1998წწ. ქირურგიული ულტრაბგერითი კვლევის განყოფილების გამგე; 1998 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული კლინიკის ინსტრუმენტული ბლოკის ხელმძღვანელი. გამოქვეყნებული აქვს 14 სამეცნიერო ნაშრომი. ბავშვთა ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის ექოტომოგრაფია და არასრული ბიოფსია ბავშვთა ასაკში", დაიცვა 1997 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.59
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |