შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ ბერიკაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1952 წელს. 1955–1959წწ. იყო რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ვ. სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1959–1986წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ–თანამშრომელი, 1986–1989წწ. ამავე ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ–თანამშრომელი; 1989 წლიდან არის გეომეტრიისა და ტიპოლოგიის განყოფილების გამგე. ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1973), პროფესორი (1989). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სპექტრების აქსიომატიკური თეორია და ორადობის თეორემები არაჩაკეტილი სიმრავლეებისათვის", დაიცვა 1956 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "სპექტრული მიმდევრობის დიფერენციალები", დაიცვა 1972 წელს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.402; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.213 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |