The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სიმონიკა ბერეჟიანი

სიმონიკა ბერეჟიანი
Legal name:სიმონ თაყაიშვილი
Other name:სიმონ ბერი  (Pseudonym)
Date of birth:1897
Date of death:1942  (at 45 years)
Category:Writer, Politician, Publicist

Biography

დაბადების ადგილი: დაბა ჩოხატაური.

სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში; 1918–1920წწ. იბრძოდა ქართულ ჯარში საქართველოს სახელმწიფოებრიობის დასაცავად; იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული არმიის ოფიცერი და მონაწილეობა მიიღო ყველა მნიშვნელოვან ბრძოლაში; 1920 წელს ეროვნულმა მთავრობამ გერმანიაში განათლების მისაღებად გააგზავნა. სწავლობდა ბერლინის ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტში; 1923–1941წწ. ცხოვრობდა საფრანგეთში; 1924 წელს იგი აქტიურად მონაწილეობდა ეროვნული პოლიტიკური ორგანიზაციის "თეთრი გიორგის" დაარსებაში და სიცოცხლის ბოლომდე იყო მისი თვალსაჩინო წევრი; 1926 წელს მისივე უშუალო მონაწილეობით დაარსდა აღნიშნული ორგანიზაციის გაზეთი "თეთრი გიორგი"; მისი ლექსები და პუბლიცისტური წერილები "სიმონ ბერის" ფსევდონიმით ქვეყნდებოდა აღნიშნულ გაზეთში და ჟურნალ "ქართლოსში"(გამოდიოდა პარიზში). რამდენიმე წერილი გამოქვეყნებულია ჟურნალ "კავკასიონში". მისი პუბლიცისტური წერილებიდან და ფელეტონებიდან აღსანიშნავია: "ილია ჭავჭავაძე", "მოხსენება შოთა რუსთაველზე", "ემიგრანტის დღიურიდან", 1924 წლის ამბოხებისადმი მიძღვნილი წერილი "ჭირსა შიგან გამაგრება", "ქართული კონცერტი პარიზში".  გარდა ლექსებისა და პუბლიცისტური წერილებისა, აქვეყნებდა პოლიტიკურ თემებზე შექმნილ  კარიკატურებს. 1941 წელს სიმონ ბერეჟიანი ჩავიდა გერმანიაში და სიმონ ბერგერის სახელით ჩაირიცხა ვერმახტის ქართულ ლეგიონში. იგი აქტიურად მონაწილეობდა გერმანიაში მოქმედი ქართული სამოკავშირეო შტაბის მუშაობაში. 1942 წელს გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. 1943 წელს ვიქტორ ნოზაძის რედაქციით და დოქტორ მარკოზ ტუღუშის ვრცელი წინასიტყვაობით ბერლინში გამოიცა სიმონ ბერეჟიანის ლექსების კრებული. ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მოღვაწე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.400; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.58

Bibliography

  • ლექსები : ეძღვნება მე-2 მსოფლიო ომში საქართველოს გასათავისუფლებელ ბრძოლაში დაღუპულ ქართველ მამულიშვილთა ხსოვნას (Author). - პარიზი, 1982. - 63გვ.
  • ნაწერები : ლექსები (Author). - ბერლინი, გაზეთ "საქართველოს" გამომცემლობა, 1943. - 46გვ.

Share: