შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გოჩა ნათენაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ვალე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი სპეციალობით გეოლოგიური აგეგმვა და სასარგებლო წიაღისეულის ძებნა-ძიება 1982 წელს. 1984-1985წწ. იყო ახალციხის მეურნეობა-ტექნიკუმის კომკავშირის კომიტეტის მდივანი, კომკავშირის ახალციხის რაიკომის ინსტრუქტორი; 1985-1986წწ. საორგანიზაციო განყოფილების გამგე; 1986-1992წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მინერალოგია-პეტროგრაფიის ლაბორატორიის გამგე; 1989-1991წწ. ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე; 1992-1995წწ. ახალციხის რაიონის გამგეობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №37 ახალციხის საარჩევნო ოლქიდან; 2004-2005წწ. საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე სამცხე-ჯავახეთში. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 250; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ.271 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |