Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შალვა ნათელაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: დაბა ფასანაური, დუშეთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1981 წელს; 1989 წელს სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის ასპირანტურა (მოსკოვი). 1981-1992წწ. იყო საქართველოს პროკურატურის სტაჟიორი, გამომძიებელი, განყოფილების პროკურორი, უფროსი პროკურორი, პარტკომის მდივანი, საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების უფროსი; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №5.28 დუშეთის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან; 1995 წელს ჩამოაყალიბა ლეიბორისტული პარტია; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა მაჟორიტარული, მაჟორიტარი №28 დუშეთის საარჩევნო ოლქიდან; თბილისის საკრებულოს წევრი (2002, 2006); 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2008 და 2013 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი; 2020-2022წწ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. მიღებული აქვს აშშ-ს შტატ ლუიზიანას საპატიო ელჩის წოდება, იუსტიციის მრჩევლის საპროკურორო ჩინი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 250; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 270; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |