Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯუმბერ ბერაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიის ფაკულტეტი 1970 წელს. 1958 წლიდან ცეკვავდა თბილისის ტრამვაი–ტროლეიბუსების სამმართველოს თვითმოქმედ ქორეოგრაფიულ ანსამბლში. 1962–1982წწ. იყო საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის მოცეკვავე. შესრულებული აქვს სოლო პარტიები: "ყაზბეგური", "ფარიკაობა", "მხედრული", "ხანჯლური", "შეჯიბრი". 1982–1985წწ. საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის გენერალური დირექტორის მოადგილე; 1985–1986წწ. საქართველოს კულტურის სამინისტროს რესპუბლიკური გაერთიანება "საქატრაქციონის" გენერალური დირექტორი; 1986–1987წწ. საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის მთავარი რეჟისორი; 1987 წლიდან იყო ფირმა "მელოდიის" თბილისის განყოფილების დირექტორი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.399; წიგნი ღირსებისა: ტ. 2 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 1997. - გვ.73 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |