The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ ნადარეიშვილი

თამაზ ნადარეიშვილი
დაბადების თარიღი:19 ივლისი, 1954
გარდაცვ. თარიღი:31 აგვისტო, 2004  (50 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, მეცნიერი, პოლიტიკოსი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გაგრა.

1971-1975წწ. იყო თბილისის უმაღლესი სამხედრო საარტილერიო სასწავლებლის კურსანტი; დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1981 წელს.

1974-1979წწ. იყო გაგრის უშიშროების კომიტეტის სამთავრობო კავშირგაბმულობის განყოფილების თანამშრომელი; 1979-1990წწ. კპ გაგრის ქალაქკომის ინსტრუქტორი, განყოფილების გამგე, II მდივანი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, ქ. გაგრის საარჩევნო ოლქიდან; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1990 წლის 9 აპრილი); 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, მაჟორიტარი №9.71 სოხუმის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან; 1992-1993წწ. აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე; 1993 წელს საქართველოს სახელმწიფო მეთაურის მრჩეველი; 1993-1995წწ. მინისტრთა კაბინეტის ვიცე-პრემიერი; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1995 წლიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე; არის აფხაზეთის პრობლემატიკაზე გამოცემული ოთხი წიგნის, რამდენიმე მონოგრაფიის და უამრავი პუბლიკაციის ავტორი. მინიჭებული ჰქონდა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება.

სადოქტორო დისერტაცია თემა - "ეთნიკური წმენდა და გენოციდი აგრესიული სეპარატიზმის იარაღი". 

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 247; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 268; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.100

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აკადემია, აკადემიკოსი (1998-)
  • აფხაზეთის გათავისუფლების პარტია, თავმჯდომარე (1999-)
  • აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, დეპუტატი (1991-)
  • აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, თავმჯდომარე (1995-)
  • მსოფლიო საერთაშორისო ინფორმატიზაციის აკადემია, აკადემიკოსი (1997-)
  • საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო, წევრი (1995-)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2003)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1992)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - გიორგი შერვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1993 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: