Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ივა ბერაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1964 წელს. 1964-1966 წლებში მუშაობდა ყვარელში ექიმ-ოფთალმოლოგად, 1966 წლიდან იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის (შემდგომში - სახელმწიფო სამედიცინო აკადემია) ასპირანტი, უმცროსი, შემდეგ, უფროსი ლაბორანტი, ასისტენტი, დოცენტი, პროფესორი, 1988 წლიდან - თვალის სნეულებათა კათედრის გამგე. 1999-2004 წლებში - სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის პრორექტორი სამეცნიერო დარგში, 2004 წლიდან - აკადემიის მაგისტრატურა-დოქტორანტურის დეპარტამენტის თავმჯდომარე, 1991-2000 წლებში - რესპუბლიკური ოფთალმოლოგიის ცენტრის დირექტორი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1981), პროფესორი (1988). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.398; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.146; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.343 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |