The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ივა ბერაძე

ივა ბერაძე
Date of birth:28 October, 1940  (83 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1964 წელს.

1964-1966 წლებში მუშაობდა ყვარელში ექიმ-ოფთალმოლოგად, 1966 წლიდან იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის (შემდგომში - სახელმწიფო სამედიცინო აკადემია) ასპირანტი, უმცროსი, შემდეგ, უფროსი ლაბორანტი, ასისტენტი, დოცენტი, პროფესორი, 1988 წლიდან - თვალის სნეულებათა კათედრის გამგე. 1999-2004 წლებში - სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის პრორექტორი სამეცნიერო დარგში, 2004 წლიდან - აკადემიის მაგისტრატურა-დოქტორანტურის დეპარტამენტის თავმჯდომარე, 1991-2000 წლებში - რესპუბლიკური ოფთალმოლოგიის ცენტრის დირექტორი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1981), პროფესორი (1988).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.398; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.146; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.343

Member of Organizations

  • საქართველოს სამედიცინო–ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, წევრი (1994-)
  • სს ოფთალმოლოგიისა და ნევროლოგიის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭო, თავმჯდომარე (2001-)

Awards and Honors

  • 2014 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 2002 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    მედიცინის მეცნიერებათა დარგში შესრულებულ შრომათა ციკლისათვის - "თვალის მიკროქირურგიის დანერგვა და განვითარება საქართველოში 1970-1999 წლებში"
  • 2000 - ღირსების ორდენი

Share: