The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლია მუხაშავრია

ლია მუხაშავრია
დაბადების თარიღი:15 სექტემბერი, 1962  (62 წლის)
კატეგორია:იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1989 წელს; 1995 წელს ტემპლის(აშშ) სამარტლის სკოლა, 1999 წელს ფრანკფურტის საბანკო აკადემია.

1990 წლიდან მუშაობს მთაწმინდის რაიონის ადვოკატურაში; 1997-1999წწ. საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის პირადი მრჩეველი იურიდიულ საკითხებში; 1997-2003წწ. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი და ამავე უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი; 2003-2005წწ. USAID–ის მიწის ბაზრის პროექტის ექსპერტი; USAID–ის კაპიტალის ბაზრის პროექტის იურისტი-ექსპერტი; საქართველოში ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის შექმნისა და რეგულირების საკითხების იურისტი; პირველი მომხმარებელთა უფლებების დამცველი (მომხმარებელთა ომბუცმენი) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში; 2005-2007წწ. მოქმედი ლექტორი; არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის" ხელმძღვანელი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 244;

           https://www.facebook.com/AkhalgazrdaAdvokatebi/posts/213766045421681

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "ღია საზოგადოება – საქართველოს" საბჭო, თავმჯდომარე (1998-1999)
  • ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42" მუხლი, დამფუძნებელი და ხელმძღვანელი (1999-2001)

გააზიარე: