The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბეჟან–ხანი

Legal name:გორჯასპი კახაბრიშვილი
Date of birth:16??
Date of death:16??
Category:Royalty

Biography

1677–1683 წლებში იყო კახეთის გამგებელი,  ირანის შაჰის მიერ დანიშნული მოხელე(ფარსადან გორგიჯანიძის მიხედვით, გამაჰმადიანებული ქართველი გორჯასპი კახაბრიშვილი). ეყრდნობოდა აღმოსავლეთ კახეთის ველებში ჩამოსახლებულ ელებს (თურქმანულ ტომებს). თავის რეზიდენციად აქცია ქალაქი ყარაჯი(ახლანდელი სიღნაღის მუნიციპალიტეტი), სადაც სპარსული ყაიდის სასახლე ააგო. უნდოდა აქვე დაესახლებინა კახელი დიდებულები, მაგრამ მათ ვერ შეუთანხმდა. კახეთის ურჩი ფეოდალების წინააღმდეგ ბეჟან-ხანი ფარულ და აშკარა ტერორს მიმართავდა. ხელს უწყობდა კახეთის მშვიდობიან სოფლებზე ლეკებისა და მომთაბარე ყიზილბაშების ავაზაკურ თავდასხმებს, განსაკუთრებით–ტყვეების მოტაცებას, რითაც კიდევ უფრო აიმხედრა ადგილობრივი მოსახლეობა. მის მოსაკლავად ქართლის მეფე გიორგი XI-ის ინიციატივით შეთქმულება მოეწყო, მაგრამ უშედეგოდ. 1683 წელს კახეთის თავკაცთა მოთხოვნით ირანის შაჰი იძულებული გახდა იგი სხვა მოხელით შეეცვალა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.398


Share: