| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიზო ბერაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მუხიანი, წყალტუბოს რაიონი. დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტი 1955 წელს. 1955–1958წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტ–მოცეკვავე; 1958–1962წწ. ცეკვავდა საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ აკადემიურ ანსამბლში (ხელმძღვ. ნ. რამიშვილი და ი. სუხიშვილი); 1968 წლიდან იყო საქართველოს მოდისა და ჩაცმის კულტურის სახელმწიფო ცენტრის მთავარი ინჟინერი, 1971 წლიდან დირექტორი. ასრულებდა ცეკვებს: "ფარიკაობა", "მთიულური", "ყაზბეგური" და სხვ. მიღებული აქვს მსოფლიო ახალგაზრდობის V ფესტივალის (ვარშავა) I პრემია და ოქროს მედალი (1955), მსოფლიო ახალგაზრდობის VII ფესტივალის (მოსკოვი) ორი ვერცხლის მედალი (1957). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.-გვ.398 (georgianencyclopedia.ge); ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988, გვ.174 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

