The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ავთანდილ მონასელიძე

ავთანდილ მონასელიძე
Date of birth:18 June, 1947
Date of death:20 January, 2022  (at 74 years)
Category:Sculptor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი 1974 წელს.

1973 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში; 1976 წელს "ახალგაზრდა მხატვართა საერთაშორისო გამოფენა" (ბერლინი, გერმანია); 1984 წელს "გრან პალე"(პარიზი, საფრანგეთი); 1987 წელს "მცირე პლასტიკის გამოფენა"(ბუდაპეშტი, რუმინეთი); 1998 წელს "ქართული დაზგური ქანდაკება"(ეროვნული გალერეა, თბილისი); 1998 წელს "საბერძნეთი ქართულ სახვით ხელოვნებაში"(ეროვნული გალერეა, თბილისი); 1999 წელს "სპორტი სახვით ხელოვნებაში"(ეროვნული გალერეა, თბილისი). მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, რუსეთის სამხატვრო ფონდში, კერძო კოლექციებში (საქართველო, ჰოლანდია, იტალია). საუკეთესო სადიპლომო ნამუშევარისთვის მიღებული აქვს სსრკ-ის სამხატვრო აკადემიისა და სსრკ-ის მხატვართა კავშირის მედალი (1975), წლის საუკეთესო ნამუშევრისთვის საქართველოს მხატვართა კავშირის მედალი (1980), პარიზის საერთაშორისო გამოფენის ვერცხლის მედალი (1984), ამიერკავკასიის რესპუბლიკების I ბიენალეს ვერცხლის მედალი (1984).

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 238; საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო: facebook.com

Member of Organizations

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1975-)

Share: