The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლევან მიქელაძე

ლევან მიქელაძე
Date of birth:26 February, 1957
Date of death:26 April, 2009  (at 52 years)
Category:Geographer, Diplomat, Public official, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1978 წელს.

1978-1992წწ. იყო გეოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1989-1992წწ. მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა განყოფილების სწავლული მდივანი; 1992 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროს I ევროპული სამმართველოს უფროსი; 1992-1994წწ. სახელმწიფოს მეთაურის აპარატის მრჩეველი; 1994 წელს ფულბრაიტის სტიპენდიანტი სტანფორდის უნივერსიტეტის საერთაშორისო უსაფრთხოებისა და შეიარაღების კონტროლის ცენტრში; 1995 წლიდან მუშაობდა უფროს მრჩევლად ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოში. 1996 წელს იგი დაინიშნა საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ავსტრიის რესპუბლიკაში და ამავდროულად საქართველოს წარმომადგენლად ეუთოსა და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში; 2002-2006წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის  შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში, 2006-2007წწ. შვეიცარიის კონფედერაციაში. დიმპლომატიური სამსახურიდან  წასვლის  შემდეგ ეკავა საგარეო საქმეთა მენეჯერის თანამდებობა კომპანიაში "Tethys Petroleum Limited"-ში. 2010 წელს ლევან მიქელაძის ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა დააფუძნეს მისი სახელობის ფონდი, რომელიც ახორციელებს ლევან მიქელაძის მდიდარი სამეცნიერო და დიპლომატიური მემკვიდრეობის პოპულარიზაციას, მისი იდეებისა და ჩანაფიქრების აღსრულებას და ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოყენებას. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ავღანეთის სოფლის მეურნეობის ტერიტორიული დიფერენციაცია", დაიცვა 1987 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ.236; ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი: mikeladzefoundation.orgქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.197-198;  დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.119

Awards and Honors

  • 2016 - ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)
    საქართველოს საგარეო პოლიტიკის წარმატებით განხორციელებისა და ქართული სახელმწიფოებრიობის გაძლიერების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის

Share: