The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჯუნა მიქატაძე

ჯუნა მიქატაძე
Legal name:დიმიტრი მიქატაძე
Date of birth:6 May, 1932
Date of death:2005  (at 72 years)
Category:Sculptor, Painter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი 1956 წელს.

1963-1966წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სასწავლო ოსტატი, 1966-1971წწ. უფროსი მასწავლებელი, 1971-1978წწ. დოცენტი, 1978 წლიდან პროფესორი. არის "გორგასლის"(1957), "მზეჭაბუკის"(1964), "რუსთაველის მონუმენტის"(1967), "რუსთაველის პორტრეტის"(1971), "გალაკტიონ ტაბიძის"(1979), "მარი ბროსეს"(1995), "იოანე პეტრიწის"(1996), "ლადო გუდიაშვილის"(1999) და სხვათა ძეგლების ავტორი. 1957 წლიდან სისტემატურად მონაწილეობდა საშემოდგომო, საგაზაფხულო, რესპუბლიკურ და საკავშირო გამოფენებში. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. ჯ. მიქატაძე მოღვაწეობდა კინემატოგრაფიაშიც. დიდი იუმორით დაჯილდოებული, ის სახასიათო როლების ბრწყინვალე შემსრულებელი იყო. ითამაშა ისეთ ფილმებში, როგორიცაა: "კუჩხი ბედინერი"(რეჟ. გურამ პატარაია), "ოტელო"(რეჟ. ნანა ჯანელიძე). მონაწილეობდა სხვადასხვა კონკურსებში, მათ შორის: კონკურსი შოთა რუსთაველის ძეგლისთვის (1967, II პრემია), კონკურსი ვახტანგ გორგასლის ძეგლისთვის (III პრემია).

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 235; თანამედროვე სახვითი ხელოვნების პორტალი: art.gov.ge

Member of Organizations

  • თბილისის მერიის კოლეგია, წევრი
  • ცოტნე დადიანის საზოგადოება, თავმჯდომარის მოადგილე

Awards and Honors

  • 1998 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1988 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1985 - საქართველოს სახალხო მხატვარი
  • 1969 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

Share: