Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ავთანდილ მიქაბერიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა იენის(გერმანია) ფრ. შილერის სახელობის უნივერსიტეტის კლასიკური სიძველეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1976 წელს. 1970-1972წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, 1977-1982წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლაბორანტი, 1982-1991წწ. ხმელთაშუა ზღვის კულტურის კვლევის ლაბორატორიის უმცროსი, ხოლო 1991 წლიდან უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1991-1992წწ. ლაბორატორიის გამგე, 1987-1993წწ. ახალი ბერძნული ენისა და ლიტერატურის განყოფილების ხელმძღვანელი; 1997 წლიდან კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 1997 წლიდან დღემდე მის მიერვე დაარსებული ათენის ქართულ-ბერძნული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 1979-1983წწ. საბერძნეთში სასწავლო-სამეცნიერო მივლინების დროს მოაწყო სამეცნიერო ექსპედიციები ათონის მთაზე, პატმოსზე, ხიოსზე, კრეტაზე, სირიაში, იორდანიაში, კვიპროსზე, ეგვიპტეში, პალესტინაში, სადაც მიაკვლია ქართული კულტურის ისტორიისათვის ბევრ უცნობ ან ნაკლებად შესწავლილ მასალას. მის დამსახურებად ითვლება ათონის მთის ქართულ ხელნაწერთა გამოვლენა და ფოტო-ფიქსაცია (1981) კინორეჟისორ გ. პატარაიასთან ერთად. 1996 წელს ქართულ და ბერძნულ წყაროებზე დაყრდნობით, მოახდინა ჩრდილოეთ საბერძნეთში ახლადგამოვლენილი მონასტრის იდენტიფიკაცია - როდოპის მთის წმ. გიორგის მონასტერი, რითაც ახალი სახელი შესძინა საზღვარგარეთ არსებულ ქართულ სამონასტრო და კულტურულ-საგანმანათლებო კერებს. დასახელებულმა სამეცნიერო აღმოჩენამ უნიკალური მასალებით შეავსო XI-XII საუკუნეების ქართულ-ბიზანტიური დიპლომატიური, სულიერი და კულტურული ურთიერთობების ისტორია, რომლის ცენტრში კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთა ბიზანტიის ქართველი დედოფალი, ბაგრატ IV-ის ასული მარიამ-მართა - ყოფილი ბაგრატიონი. მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმში. მისი ინიციატივით საბერძნეთში სამჯერ ჩატარდა ბერძნულ-ქართული სამეცნიერო სიმპოზიუმი ქართული და ბიზანტიური ხელოვნების ურთიერთობების საკითხზე (1980წ. - ათენი და პატმოსი, 1989წ. - ათენი, 1997 წ. - თესალონიკე); ხოლო 1999 წელს, საბერძნეთში მოპოვებული დაფინანსებით, 1999 წ. მარტში ქ. ათენში გაიმართა "ქართული მეცნიერებისა და კულტურის კვირეული", რომელშიც მონაწილეობას იღებდა მრავალრიცხოვანი დელეგაცია როგორც უცხოეთიდან, ასევე საქართველოდან: გამოჩენილი მეცნიერები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და ქართული საშემსრულებლო მუსიკალური ხელოვნების ვარსკვლავები. აღნიშნული ფორუმის ცენტრში იყო მთავარი ღონისძიება - საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ''ხმელთაშუაზღვის რეგიონი და კავკასია''. ხშირად ატარებს ლექციების კურსს საქართველოსა და ბიზანტიის კულტურების ურთიერთმიმართების საკითხებზე, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ: ათენისა და კრეტის უნივერსიტეტები, ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, საბერძნეთის ეროვნული კვლევის ცენტრი, კულტურული საზოგადოება "პანორამა", ბენაკის მუზეუმი (საბერძნეთი), მოსკოვისა და ლენინგრადის უნივერსიტეტები, სახელმწიფო ერმიტაჟი, ა. რუბლიოვის მუზეუმი (რუსეთი), ვენისა და ზალცბურგის (ავსტრია), მარბურგის (გერმანია), რომის უნივერსიტეტები (იტალია) და ა.შ. ავტორია 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის. ასევე, დოკუმენტური ფილმების "სინას მთის" თანააავტორი და "აფროდიტეს კუნძულის ქართული სიძველენის" სცენარის ავტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - " ემილიუს ბლოსიუს დრაკონციუსი და მისი "მედეა", დაიცვა 1989 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 234; ივანე ჯავახისვილის სახელობის თბილისის უნივერსიტეტი : tsu.ge Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |