Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიგა ლორთქიფანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთვარა მოსკოვის ა. ლუნაჩარსკის სახელობის თეატრისა და ხელოვნების ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1950 წელს. 1952-1954, 1957-1963, 1963-1967, 1976-980წწ. კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; 1954-1956წწ. ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის, 1963-1965წწ. თბილისის ა. გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორი; 1967 წელს რუსთავში დაარსა სახელმწიფო დრამატული თეატრი, რომელსაც ხელმძღვანელობდა 1976 წლამდე; 1984-1986წწ. საქართველოს ტელევიზიის მხატვრული ხელმძღვანელი; 1985 წლიდან ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1999-2000წწ. შ. რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტის რექტორი. მისი მნიშვნელოვანი დადგმებია: კ. გოლდონის "სასტუმროს დიასახლისი" (1952), კ. ლორთქიფანიძის "კოლხეთის ცისკარი"(1959), ნ. დუმბაძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", "მე ვხედავ მზეს" (1960, 1961), სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე"(1978) და სხვ., ვ. აბაშიძის მუსიკალურ თეატრში "მევიოლინე სახურავზე" (1986), თბილისის საოპერო თეატრში ვ. დოლიძის "ქეთო და კოტე" (1990), ბ. კვერნაძის "კოლხთა ასული" (1997), ბათუმის საოპერო თეატრში ჯ. ვერდის "აიდა"(1998). განხორციელებული აქვს დადგმები მოსკოვის თეატრ "სოვრემენნიკში" და მოზარდ მაყურებელთა თეატრში მალაია ბრონნაიაზე; გადაიღო მხატვრული ფილმები "დათა თუთაშხია" (1976-1977), "წიგნი ფიცისა" (1983), "ერთ პატარა ქალაქში" (1985), "თეთრი ბაირაღები" (1990), "პრემიერა" (1992); 1992 წელს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მშვიდობა", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; ეწეოდა აქტიურ სააზოგადოებრივ მოღვაწეობას. საქართველოს სახალხო არტისტის, ქეთევან კიკნაძის მეუღლე. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 202; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015. გვ.227; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.317; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.426 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |