შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვერა ბელეცკაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1937 წელს. მუშაობდა საბავშვო წიგნის ილუსტრაციის დარგში. გაფორმებული აქვს ჰ.კ ანდერსენის (1956), ნ. ნაკაშიძის (1959), რუმინული (1956) და იუგოსლავიური (1960) ზღაპრების კრებულები. ქმნიდა დაზგური გრაფიკის ნიმუშებს. შერეული ტექნიკით შესრულებული ლინოგრავიურების და ფერადოვანი გრაფიკული ფურცლების ძირითადი თემა იყო საქართველოს ბუნება და ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლები: "სვანეთი" (1958), "ხევსურეთი" (1964), "თბილისი" (1962–1969). მისი ყველა ნამუშევარი ინახება საქართველოს სურათების გალერეაში. გრაფიკოსი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.394 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |