შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ ბელაქნელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. ქ. სიმბირსკის კადეტთა კორპუსის სასწავლებლის დამთავრების შემდეგ (1910-1917) მუშაობა დაიწყო ბათუმის სხვადასხვა სამოქალაქო დაწესებულებაში. 1922-1927 წლებში აჭარის სახელმწიფო აკადემიური გუნდის სოლისტია. 1930 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დაიწყო თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრსა და ფილარმონიაში. 1935 წელს გადავიდა ბაქოს საოპერო თეატრში. 1936–1939 წლებში მოღვაწეობდა სოლისტად სსრკ სხვადასხვა ქალაქის საოპერო თეატრის სცენაზე (ლენინგრადი, დნეპროპეტროვსკი, ვოროშილოვგრადი, ხაბაროვსკი, ლუგანსკი). 1940–1959 წლებში თბილისის ოპერისა და ბალეტის სახ. თეატრის მსახიობია. ასრულებდა დრამატული ტენორის მთავარ პარტიებს: აბესალომი, რატი (ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი", "ლატავრა"), ლექსო (გ. კილაძის "ლადო კეცხოველი"), გელა (ი. ტუსკიას "სამშობლო"), გურამი (ვ. გოკიელის "პატარა კახი"), ტარიელი (შ. მშველიძის "ამბავი ტარიელისა"), ბაში-აჩუკი (ა. კერესელიძის "ბაში-აჩუკი"), ონისე (შ. აზმაიფარაშვილის "ხევისბერი გოჩა"), ოტელო, მანრიკო, რადამესი (ჯ. ვერდის "ოტელო", "ტრუბადური", "აიდა"), რაული (ჯ. მაიერბეერის "ჰუგენოტები"), გერმანი (პ. ჩაიკოვსკის "პიკის ქალი"), ხოზე (ჟ. ბიზეს "კარმენი"), კავარადოსი (ჯ. პუჩინის "ტოსკა"), გრიგორი მელეხოვი (ი. ძერჟინსკის "წყნარი დონი"). 1960–1964 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი; 1964–1978წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის მ. ბალანჩივაძის სახელობის მე–3 სამუსიკო სასწავლებელში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.393; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.111 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |