| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კახი კავსაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1959 წელს. 1959 წლიდან რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობია. აღსანიშნავი როლებია: ადამი ("ღვთაებრივი კომედია"), თავადი კოწია ("გუშინდელნი"), დევდარიანი ("საბრალდებო დასკვნა"), ილიკო ("მე, ბებია, ილიკო და ილარიონო"), სიმონ ჩაჩავა("კავკასიური ცარცის წრე"), ლორდ ჰასტინგსი ("რიჩარდ III"), კენტი ("მეფე ლირი"), რასპუტინი ("კვაჭი კვაჭანტირაძე"), ბატონი დევი ("მერე რა, რომ სველია სველი იასამანი"). კინოში მისი დებიუტი შედგა 50–იანი წლებიდან; 70-ზე მეტ მხატვრულ, დოკუმენტურ, მოკლე და სრულმეტრაჟიან ფილმშია გადაღებული. მათ შორის: "კადრები კოსმოსში" (დამდგმელი რეჟ.: შოთა კალანდაძე, 2008), "რეპორტაჟი თბილისიდან - ფანი არდანი" (დამდგმელი რეჟ.: შოთა კალანდაძე, 2013), "უცნაური სიყვარულის ისტორიები II" (დამდგმელი რეჟ.: შოთა კალანდაძე, 2014), "მხატვრის მუზები" (დამდგმელი რეჟ.: შოთა კალანდაძე, 2014), "18 კინოსინჯი" (დამდგმელი რეჟ.: შოთა კალანდაძე, 2022). მსახიობ ბელა მირიანაშვილის მეუღლე, საოპერო მომღერლის იმერი კავსაძის ძმა. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 164; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.185; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

