The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კონსტანტინე ბეთანელი

კონსტანტინე ბეთანელი
Date of birth:24 November, 1932
Date of death:2007  (at 74 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი 1956 წელს.

1959–1979წწ. იყო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის სამთო საქმის ინსტიტუტში მომავლის საწარმოთა ლაბორატორიის გამგე; მისი შრომები ეხება ახალი ტექნიკურ–ეკონომიური დონის შახტების შექმნის თეორიულ საფუძვლებს და მეთოდოლოგიას; სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა დამუშავების ტექნოლოგიას, ნახშირის ამოღების მეთოდებს საწმენდ სანგრებში ადამიანის ყოფნის გარეშე, ქანების მასივის მდგომარეობის მართვას სასარგებლო წიაღისეულის მიწისქვეშა მოპოვების დროს, ბუნებრივი რესურსების კომპლექსურ და რაციონალურ გამოყენებას და ამ დარგში სამეცნიერო–ტექნიკური პროგრესის მიმართულებათა პროგნოზირებას. მეცნიერი სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა დამუშავების დარგში. 1976 წლიდან ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი; 1981 წლიდან პროფესორი.  

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.390; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.193

Member of Organizations

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (1988-2007)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი კომისია, თავმჯდომარის მოადგილე (1979-)

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
    საქართველოს მოსახლეობაში სალექციო-საგანმანათლებლო, საგამომცემლო საქმიანობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის

Bibliography


Share: