The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი გურამიშვილი

დაბადების თარიღი:17??
გარდაცვ. თარიღი:1795
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

კრწანისის ბრძოლის გმირი, მეფე ერეკლეს ნათლული; ჰქონდა მაიორის ჩინი; მეთაურობდა ქართველთა არტილერიას, იდგა მახათას მთაზე; როცა ირანელებმა მის პოზიციებს შეუტიეს, მან 4 მომხდური ხმლით განგმირა და ზარბაზანზე გადამხობილი დაიღუპა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.207


გააზიარე: