The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლადო მირიანაშვილი

ლადო მირიანაშვილი
Legal name:ვლადიმერ მირიანაშვილი
Date of birth:8 May, 1951  (72 years)
Category:Geographer, Geologist, Historian, Scientist, Translator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოფიზიკის სპეციალობით 1973 წელს.

1973-1994 წწ. იყო გეოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1992-1994 წწ. – მეცნიერებათა აკადემიის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა განყოფილების სწავლული მდივანი, ხოლო 1994-2002 წწ. – საგარეო ურთიერთობათა განყოფილების უფროსი; 1984 წელს დაიცვა დისერტაცია, მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი; სადისერტაციო თემა - "დახრისმზომებით წარმოებული დედამიწის მიმოქცევით დაკვირვებებზე "მეორადი" ეფექტების გავლენის გამოკვლევა"; 1994 წლიდან დავითგარეჯის მონასტრების მოწყობის თავისებურებებითა და ისტორიით დაინტერესდა და მათ შესახებ არსებული საისტორიო ცნობების თავმოყრა და შესწავლა დაიწყო; დავითგარეჯისადმი ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ გადაწყვიტა დრო მთლიანად ამ რეგიონის კვლევისთვის დაეთმო, რა მიზეზითაც 2002 წელს საჯარო სამსახურს თავი დაანება და მხოლოდ სამეცნიერო პროექტებით დაკავდა; დავითგარეჯისადმი მიძღვნილი პირველი საისტორიო ნაშრომი 2001 წელს გამოაქვეყნა, რასაც სხვა პუბლიკაციებიც მოჰყვა. საისტორიო თემატიკის კუთხით გამოქვეყნებული აქვს 30-ზე მეტი სამეცნიერო სტატია და ერთი ბუკლეტი, მათ შორის: "აღდგომას წამებულ გარეჯელ ბერთა უცნობი ტიპის სამარტვილე" (წმ. ელია წინასწარმეტყველის ეკლესიად ცნობილი ნაგებობის რეალური ფუნქციის დადგენისათვის), ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შრომები, VIII, თბილისი 2008, გვ. 131-147(academia.edu); "სერობის წესები ქართულ მონასტრებში და სერობის ბოლოს "ღმრთისმშობლისაჲს აღღების" ტრადიციაზე მიმანიშნებელი, XI-XIII საუკუნეების სატრაპეზოების ერთი არქიტექტურული დეტალი. ქართული წყაროთმცოდნეობა, XIII-XIV. თბილისი 2011/2012, გვ. 42-50 (academia.edu); "How did an Eulogia Brought from Jerusalem in the Sixth Century Assist in Promoting Davit-Gareji’s Cave Monasteries to the Regional Caucasian Significance". Cuius Patrocinio Tota Gaudet Regio. Saint’s Cults and the Dynamics of Regional Cohesion, Zagreb 2014, pp. 369-376 (academia.edu); "A Rock-Cut Hermitage of Chichkhituri Monastery of Gareji with St. jacob the Persian's Martyrdom Mural". Pro Georgia - Journal of Kartvelological Studies v.30, Warsaw 2020, 135-146 (academia.edu); "ქოროღოს რელიეფები, როგორც ადგილობრივი თემის მიერ ეკლესიის აგებისა და ერთობლივი ფლობის დამადასტურებელი პირველადი ისტორიული წყარო". ქართული წყაროთმცოდნეობა XXIII, თბილისი 2021, გვ. 123-137 (academia.edu); არის ვიდეოფილმის "ფიქრები 1921 წლის თებერვალზე" (1997) სცენარის ავტორი; თარგმნილი აქვს ათამდე წიგნი და არაერთი კონფერენციის თეზისების კრებული. გეოფიზიკოსი, დავითგარეჯის მონასტრების ისტორიის მკვლევარი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 233

Member of Organizations

  • მეცნიერების ფონდი "უდაბნო", თავმჯდომარე (2002-)
  • ფონდი "უდაბნო", აღმასრულებელი დირექტორი (1994-2002)

Bibliography


Share: