შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ მირიანაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1949 წელს. 1949-1952წწ. იყო "თბილქალაქპროექტის" არქიტექტორი და უფროსი არქიტექოტრი; 1952-1956წწ. მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტის ასპირანტი; 1954-1958წწ. პედაგოგი; 1958-1964წწ. თბილისში მოსკოვის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ფილიალის მთავარი არქიტექტორი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1972-1978წწ. "თბილქალაქპროექტის" დირექტორი; 1978-1989წწ. "სახმშენის" თავმჯდომარე; 1991-1995წწ. არქიტექტურისა და მშენებლობის მინისტრი; 1996-1997წწ. საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის, არქიტეტურის ინსტიტუტის უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, პროფესორი, "საქქალაქმშენპროექტის" ინსტიტუტის მთავარი არქიტექტორი; 1998 წლიდან "საქქალაქმშენპროექტის" გენერალური დირექტორი. ავტორია ნაშრომებისა და 3 საავტორო მოწმობის, ერთი საპატენტო სიგელის მფლობელი. მიღებული აქვს სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია (1983), საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი (1977, 1987). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰავის გავლენა საქალაქო საცხოვრისის ფორმირებაზე თბილისის მაგალითზე", დაიცვა 1960 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 232; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.414; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.100 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |