შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პაპა ბებურიშვილი![]()
ბიოგრაფიაერეკლე II–ის თანამებრძოლი; კახელი თავადიშვილი; თავდაპირველად მხარს უჭერდა ასან–მირზას (დავით II–ის ძე) თეიმურაზ II–ისა და ერეკლე II–ის წინააღმდეგ ბრძოლაში, შემდგომში ერეკლეს მიემხრო. 1751 წელს, აგარის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ, ბებურიშვილმა ერეკლე II მდინარე ალაზანში დახრჩობას გადაარჩინა; 1755 წელს იგი მეთაურობდა 206 მოხალისე თავადს, აზნაურსა და გლეხს, რომლებმაც გაარღვიეს ყვარლის ალყა (ყვარლის ბრძოლა 1755 წელი) და მეციხოვენეებს სურსათი და ტყვია-წამალი მიაწოდეს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.387
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |