The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოლღა გურამიშვილი-ჭავჭავაძე

ოლღა გურამიშვილი-ჭავჭავაძე
დაბადების თარიღი:24 მარტი, 1842
გარდაცვ. თარიღი:27 აპრილი, 1927  (85 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მთაწმინდის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქვემო ავჭალა, ქ. თბილისი.

1895 წელს ხელმძღვანელობდა ქალთა ჭრა–კერვის სკოლას; 1908 წელს მისი აქტიური მონაწილეობით გაიხსნა სკოლა საგურამოს ილიასეულ სახლში; ი. ჭავჭავაძის სიკვდილის შემდეგ მან წერა–კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა თბილისის ილიასეული სახლი და საგურამოს მამული; ი. ჭავჭავაძემ მას მიუძღვნა პოემა "განდეგილი" (1883);  საზოგადო მოღვაწე, ილია ჭავჭავაძის მეუღლე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.210

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტის მზრუნველთა საბჭო, წევრი (1894-)
  • ქართველ ქალთა საქველმოქმედო საზოგადოება, თავმჯდომარე (1895-1906)
  • ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, აქტიური წევრი

გააზიარე: