Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გურანდუხტი![]()
BiographyX საუკუნის I ნახევრის პოლიტიკური მოღვაწე, გიორგი II-ის აფხაზთა მეფის (922-957) ასული, გურგენ მეფეთა მეფის (994-1008) მეუღლე, ბაგრატ III-ის (975-1014) დედა; 975 წელს საქართველოს გაერთიანების მოწინააღმდეგე ქართლის დიდებული აზნაურები დაუკავშირდნენ კახეთის დიდებულებს, რომელთაც უფლისციხეში მყოფი გურანდუხტი ქმარშვილიანად შეიპყრეს და კახეთში წაიყვანეს; ამის საპასუხოდ დავით III დიდი კურაპალატი თრიალეთში წავიდა ლაშქრით, რათა შეჭრილიყო კახეთში, მაგრამ კახელებმა დავითს მოციქული მიუგზავნეს და ტყვეები გაათავისუფლეს; 70-იანი წწ. ბოლოსა და 80 წწ. დასაწყისში, ბაგრატ III-ის დასავლეთ საქართველოში ყოფნის დროს, გურანდუხტი განაგებდა ქართლს, რომლის პოლიტიკური ცენტრი უფლისციხე იყო. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.210
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |