The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვასილ ბებუთოვი

ვასილ ბებუთოვი
Legal name:ვასილ ბებუთაშვილი
Date of birth:17??
Date of death:7 April, 1858
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაბადების თარიღი 1789 ან 1791 წელი.

აღიზარდა პეტერბურგის I კადეტთა კორპუსში; 1809–1811წწ. მსახურობდა საქართველოს მთავარმართებელთან; მონაწილეობდა 1812 წლის სამამულო ომში; 1817 წელს თან ახლდა ა. ერმოლოვს ირანში ელჩობის დროს; 1825 წელს იმერეთის მმართველად დაინიშნა; 1828 წელს გენერალ ი. პასკევიჩთან ერთად მონაწილეობდა ახალციხის აღებაში, რის შემდეგ დაინიშნა ახალციხის მმართველად; 1843 წელს  გენერალ-ლეიტენანტის ჩინით სარდლობდა დაღესტნის ჯარებს; 1847-1853წწ. იყო ამიერკავკასიის მხარის მთავარი სამმართველოს უფროსი და თავმჯდომარე; 1853-1856წწ. მონაწილეობდა ყირიმის ომში; მისი მეთაურობით რუსეთის ჯარებმა ბრწყინვალე გამარჯვებები მოიპოვეს ოსმალებზე ბაშკადიკლარის(1853 წლის 19 ნოემბერი) და ქურუქ-დარის(1854 წლის 24 ივლისი) ბრძოლებში. 1857 წელს ბებუთოვი სამსახურიდან გადადგა. ინფანტერიის გენერალი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.386


Share: