The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ედუარდ ბებია

ედუარდ ბებია
Date of birth:10 July, 1937
Date of death:24 October, 1996  (at 59 years)
Category:Dancer, Choreographer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჯირხვა, გუდაუთის რაიონი.

დაამთავრა მოსკოვის ა. ლუნაჩარსკის სახ. მოსკოვის თეატრალური ინსტიტუტი რეჟისორ–ბალეტმაისტერის  სპეციალობით 1968 წელს.

1956 წელს მუშაობა დაიწყო აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში მოცეკვავე-მსახიობად. 1959-1961 წლებში სწავლობდა სოხუმის საგანმანათლებლო სასწავლებლის ქორეოგრაფიულ განყოფილებაზე. სწავლის პერიოდში განახორციელა "ქართულის", "განდაგანას", "აფხაზურისა" და სხვა ცეკვების დადგმა. სასწავლებლის დამთავრებისთანავე იქვე დატოვეს ცეკვების დადგმისა და კომპოზიციის მასწავლებლად. 1968-1970 წლებში მუშაობდა ცეკვების დამდგმელად აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში. ბებიას ინიციატივითა და ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ცეკვის ახალგაზრდული თვითმოქმედი ანსამბლი "შარათინი", რომელიც 1979 წელს აფხაზეთის ხალხური ცეკვის ანსამბლად გადაკეთდა. ამ კოლექტივში განახორციელა საინტერესო დადგმები: "შარათინი", "ლეგენდა ნაბადზე", "დათვი და მონადირეები", "მთიულური", "მოხალისეები", "ნართა", "ახალგაზრდული ცეკვა" და სხვა. იგი წლების მანძილზე იყო სოხუმის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებლის დირექტორი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.385; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.70; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.29; სიტყვა ედუარდ ბებიას შესახებ

Awards and Honors

  • 1987 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1985 - საქართველოს ლენინური კომკავშირის პრემია
  • 1985 - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1981 - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახალხო არტისტი

Share: