Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნოდარ მგალობლიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტი 1952 წელს. 1952-1962წწ. იყო მოსკოვის საპროექტო ინსტიტუტის არქიტექტორი, სახელოსნოს ხელმძღვანელი; 1961-1970წწ. "თბილზნიიეპის" არქიტექტორი; 1970-1977წწ. თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტის დოცენტი, დეკანი, პროფესორი; 1977-1978წწ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პრორექტორი სამეცნიერო დარგში; 1978 წელს თბილისის მთავარი არქიტექტორი; 1993 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი. დაჯილდოებულია: ბრნოს (ჩეხოსლოვაკია) ტექნიკური უნივერსიტეტის ოქროს მედლით (1972); ზაარბრიუკენის (გერმანია) ობერბურგომისტრის დიდი ოქროს მედლით (1979); სსრკ არქიტექტორთა კავშირის საკავშირო კონკურსის პრემიით (1986); საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით (1987); უნგრეთის სახელმწიფო პრემიით "პრო კულტურა ჰუნგარიკა" (1988); სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემიით (1989); გერმანიის ბუნდესტაგის მედლით. გამოქვეყნებული აქვს 130-ზე მეტი ნაშრომი, წიგნები და ბროშურები. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 223; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.99; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.631 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |