The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გურგენ I

Legal name:გურგენ ბაგრატიონი
Date of birth:8??
Date of death:891
Burial location:ხანძთის მონასტერი, თურქეთი
Category:Royalty

Biography

ბაგრატიონთა კლარჯეთის შტოს წარმომადგენელი ადარნასე I-ის ძე, ერისთავთერისთავი, კურაპალატი (881-891); ფლობდა ამიერტაოს ნაწილს და კალმახს; დაახლოებით 881 წლამდე გურგენ I თავის ბიძაშვილ ნარსა გვარამის ძესთან ერთად აფხაზთა მეფეებს ეხმარებოდა ქართლისათვის ბრძოლაში და უპირისპირდებოდა დავით I კურაპალატსა და ლიპარიტ I კლდეკარის ერისთავს, რომლებიც სომხებს ემხრობოდნენ; 881 წელს ნასრას მიერ დავით I კურაპალატის მოკვლის შემდეგ, მისი მემკვიდრის ადარნასეს მცირეწლოვანების გამო სახლიკაცებმა გურგენ I დასვეს კურაპალატად; 885 წელს გურგენ I თავის შვილებთან ერთად უკვე ადარნასე დავითის ძეს ეხმარებოდა აფხაზთა ჯარით მოსულ ნასრას წინააღმდეგ ბრძოლაში; 888 წელს ნასრას დამარცხებისა და მოკვლის შემდეგ მისი სამფლობელოები გაინაწილეს გურგენ I-მა, მისმა ძმამ სუმბატმა და ადარნასე დავითის ძემ; გურგენ I-მა მიიღო მიწები შავშეთში, არტაანის(კლარჯეთი) თემში და იქ გადაიტანა თავისი რეზიდენცია; შემდეგ საადგილმამულო ნიადაგზე მტრობა ჩამოვარდა, ერთი მხრივ, გურგენ I-სა და მეორე მხრივ, ადარნასე დავითის ძესა და სუმბატის ძეს ბაგრატს შორის; სოფელ მგლინავთან (არტაანის ხევი) ბრძოლაში გურგენ I დაიჭრა, ტყვედ ჩავარდა და ჭრილობებისაგან გარდაიცვალა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.210


Share: