The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გურგენი

Date of birth:9??
Date of death:1008
Category:Royalty

Biography

ბაგრატიონთა ტაოს შტოს წარმომადგენელი, მეფეთ მეფე(994-1008); ქართველთა მეფის ბაგრატ II-ის ძე და გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ III-ის მამა; ცოლად ჰყავდა აფხაზთა მეფის გიორგი II-ის ასული გურანდუხტი; გურგენმა აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს პოლიტიკურ გაერთიანებაში; 975 წელს ქართლში მეურვედ გადმოჰყვა ბაგრატ III-ს; ქართლის აზნაურების ერთი ნაწილის ღალატის შედეგად გურგენი შეიპყრეს კახეთის სამეფოს აზნაურებმა, რომლებიც ქართლისათვის იბრძოდნენ; დავით III კურაპალატის ენერგიული ჩარევის შედეგად გურგენი გაათავისუფლეს; 988 წელს გურგენი მონაწილეობდა ბაგრატ III-ის მიერ კლდეკარის ერისთავის რატის დასამორჩილებლად მოწყობილ ლაშქრობაში; მამის გარდაცვალების შემდეგ, 994 წელს გურგენი დაჯდა მის ადგილზე, მაგრამ რადგან ბაგრატ III უკვე მეფე იყო, მას მეფეთ მეფე უწოდეს; გურგენი ბაგრატ III-თან ერთად ცდილობდა მიეღო დავით III კურაპალატის მემკვიდრეობა, რომელიც ბიზანტიას ეჭირა; იმპერატორმა ბასილი II-მ მამა-შვილს შორის უთანხმოების ჩამოსაგდებლად ბაგრატს კურაპალატობა უბოძა, გურგენს კი მაგისტროსობა(კურაპალატობა მეტი პატივი იყო), მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია; სომეხი ისტორიკოსის ასოღიკის ცნობით, იმპერატორის ამ "წყალობით" შეურაცხოფილი გურგენი ტაოს დასაპყრობად გაეშურა; ბიზანტიელებმა გურგენის წინააღმდეგ ლაშქარი გამოგზავნეს, მაგრამ საქმე ბრძოლამდე არ მისულა და კონფლიქტი ურთიერთდათმობით მოგვარდა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.211


Share: