The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურგენი

დაბადების თარიღი:5??
გარდაცვ. თარიღი:5??
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

ქართლის მეფე VI საუკუნის 20-იან წლებში; მოხსენიებული ჰყავს VI საუკუნის ბიზანტიელ ისტორიკოსს პროკოპი კესარიელს; ქართულ ისტორიულ წყაროებში არ იხსენიება; 523 წელს გურგენი მეთაურობდა ქართლის აჯანყებას ირანის წინააღმდეგ; აჯანყების დამარცხების შემდეგ მან თავისი ოჯახითა და მომხრე აზნაურებით ბიზანტიას შეაფარა თავი; პროკოპი კესარიელის ცნობით, იმავე წელს ირანელებმა ქართლში მეფობა გააუქმეს, მაგრამ სხვა ბიზანტიის წყაროებით ირკვევა, რომ გურგენი არ ყოფილა ქართლის უკანასკნელი მეფე და ერთხანს მის შემდეგაც გრძელდებოდა მეფობა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.211


გააზიარე: