The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გურგენ IV

Date of birth:8??
Date of death:14 February, 941
Category:Royalty

Biography

ბაგრატიონთა კლარჯეთის შტოს წარმომადგენელი, ადარნასე II-ს ძე, ერისთავთერისთავი (918-941); ერისთავთერისთავობა მიიღო მისი ბიძის აშოტ კუხის (ადარნასე II-ის ძმა) გარდაცვალების შემდეგ; ისტორიკოსი სუმბატ დავითის ძე მას უწოდებს "დიდ ერისთავთერისთავს" და "დიდ გურგენს", რომელმაც სიმხნევითა და გადახდილი ბრძოლებით გადაამეტა თავის წინაპრებს და "დაიმორჩილა ყოველნი გარემოსნი"; გიორგი მერჩულის სიტყვით იგი იყო "დიდი ხელმწიფე ფრიადთა ნათესავთა"; ხოლო სომეხი ისტორიკოსი იოანე დრასხანაკერტცი მას უწოდებდა "ქართველთა დიდ მთავარს", რომელიც ებრძოდა სომეხ ბაგრატუნებს სამშვილდის ციხისათვის; იგი ებრძოდა სამფლობელოებისათვის საკუთარ ბიძაშვილებსაც, ცდილობდა კეისრისაგან კურაპალატობის პატივის მიღებას, მაგრამ უშედეგოდ; აქტიურად იყო ჩარეული აფხაზთა სამეფოს ტახტისათვის ბრძოლაში, რომელიც აფხაზთა მეფის კონსტანტინე III–ის გარდაცვალების შემდეგ მის შვილებს გიორგისა და ბაგრატს შორის მიმდინარეობდა (ეს უკანასკნელი მისი სიძე იყო); გურგენ IV-მ დაასრულა ხანძთის ახალი ეკლესიის მშენებლობა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.211


Share: