შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ მგალობლიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გომბორი, საგარეჯოს რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1954 წელს. 1954-1959წწ. და 1963-1967წწ. იყო კოტე მარჯანიშვილის, 1959-1963წწ. სანკულტურის, 1967-1975წწ. რუსთავის სახელმწიფო დრამატული თეატრების მსახიობი; 1970-1972წწ. რუსთავის თეატრის დირექტორი; 1975 წლიდან კვლავ კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობია. ადრეული პერიოდის როლებიდან გამოირჩევა მაქსიმ გორკის "ფსკერზე", ჰენრიკ იბსენის "მოჩვენება". უფრო მოგვიანებით ლეო ქიაჩელის "ჰაკი აძბა", იაგოს როლი უილიამ შექსპირის "ოტელოში", თეიმურაზ ხევისთავი მიხეილ ჯავახიშვილის "ჯაყოს ხიზნებში". კინოკარიერა მეორეხარისხოვანი როლებით 1958 წლიდან დაიწყო. კინემატოგრაფიაში ყველაზე დასამახსოვრებელი და გამორჩეული როლი მისი შესრულებით მარკ ზახაროვის "სიყვარულის ფორმულაში" გრაფი კალიოსტროა. ითამაშა ედმონდ სეშანის "ზღვის მაშვრალში", ზაზა ილურიძის "ანთიმოზ ივერიელში", რუსულ ტელესერიალში "სახელად ბარონი" და სხვ. 1976 წელს უნგრეთის მუსიკისა და დრამატულ ნაწარმოებთა ფესტივალის ლაურეატი გახდა (ი. კატონას "ბანკ-ბანში" ოტოს როლისთვის). თეატრისა და კინოს მსახიობი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 222; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.309; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.631 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |