Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კოტე მგალობლიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სპეციალობით - პურცხობის, მაკარონისა და საკონდირტო წარმოების ტექნოლოგია 1970 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით - მრეწველობის დაგეგმვა. 1958 წელს იყო გეოლოგიური სამმართველოს ბარიტის საძიებო პარტიის მუშა; 1958-1960წწ. სამგორის სატყეო მეურნების, 1961-1963წწ. საქალაქო ტრანსპორტის სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს მუშა; 1963-1965წწ. სარეკლამო კომბინატ "ზაკკოპრეკლამის" კონსტრუქტორი; 1965-1972წწ. თბილისის საკონდიტრო კომბინატის განყოფილების უფროსი; 1972-1973წწ. მხატვრულ ნაკეთობათა კომბინატის მთავარი ინჟინერი; 1973 წელს დირექტორი; 1973-1985წწ. ფოტოპოლიგრაფიული სტუდიის დირექტორი; 1985 წელს ქაღალდისა და საკანცელარიო ნაკეთობათა ფაბრიკის მთავარი ინჟინერი; 1985-1995წწ. გამომცემლობათა, პოლიგრაფიის და წიგნის ვაჭრობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის წარმოების დირექტორი, შპს "პოლიექსპრესის" წარმოების დირექტორი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2001-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. გადაღებულია ფილმებში: "ჩვენი ეზო" (გოჩა, 1956), "უდიპლომო სასიძო" (ბიჭიკო, 1961). წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 222; საქართველოს პარლამენტის ვებ გვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ.245 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |