შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პეტრე ბახტურიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის ქართული გიმნაზია 1919 წელს. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე; 1921 წელს დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ტექნიკუმი. 1928–1944წწ. მუშაობდა ქუთაისის საქალაქო გაზეთის რედაქციაში; 1932–1933წწ. იყო ლიტერატურული გაზეთ "საბჭოთა მწერლის" რედაქტორი, ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო საბჭოს წევრი; 1944–1950წწ. გაზეთ "კომუნისტის" განყოფილების გამგე; 1950–1955 წლებში მუშაობდა ჟურნალ "მნათობში"; 1955 წლიდან იყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის ლიტერატურული ნაწილის გამგე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.384 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |