The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერაბ მახარაძე

მერაბ მახარაძე
ოფიციალური სახელი:მალხაზ მახარაძე
დაბადების თარიღი:15 ნოემბერი, 1939  (84 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სპეციალობით - თბოაირმომარაგება და ვენტილაცია 1963 წელს.

1964-1969წწ. იყო ამიერკავკასიის გამშვებ-გამმართველი ტრესტ "ორგპიშჩეპრომ"-ის უფროსი ინჟინერი; 1969-1973წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თბომეურნეობის სამმართველოს სამშენებლო-სარემონტო კანტორის სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1973-1995წწ. იყო ტურიზმის საკავშირო სახელმწიფო კომიტეტის გაერთიანება "კავშირინტერმშენის" სისტემაში უბნის, კანტორის, სამმართველოს, ტერიტორიული სამმართველოს უფროსი, ტრესტის მმართველი, გაერთიანების უფროსის მოადგილე, ტრესტ ფირმა "კსფ"-ს გენერალური დირექტორი, სს "ინტერმშენი კამარას" გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.384; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ.243

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სააქციო საზოგადოება "ინტურმშენი-კამარა" , გამგეობის თავმჯდომარე (1972-1995)
  • საქართველოს დიზაინერთა კავშირი, წევრი (1994-)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი, წევრი (1997-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი (1995-1997)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2002-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1999-2003)
  • საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, წევრი (1993-)
  • საქართველოს მშენებელთა ფედერაცია, გამგეობის წევრი (1998-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული მშენებელი

გააზიარე: