Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ ბახტაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1938–1954წწ. იყო თბილისის პლეხანოვის სახ. კლუბთან არსებული ბავშვთა ხალხური ცეკვის ანსამბლის ხელმძღვანელი; 1943–1951წწ. საქართველოს შრომითი რეზერვების სამმართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ქორეოგრაფი. 1946 წლიდან ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს მხატვრული აღზრდისა და ტექნიკური პროპაგანდის სახლის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ხელმძღვანელი. 1948–1951 წლებში იყო საქართველოს შოთა რუსთაველის სახ. თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი. 1949–1956წწ. თბილისის ტრამვაი–ტროლეიბუსების სამმართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ქორეოგრაფი. 1982 წლიდან საქართველოს რკინიგზელთა კულტურის სასახლის დირექტორი. მისი მნიშვნელოვანი საცეკვაო დადგმებია: "საზეიმო სუიტა", "საკოლმეურნეო საზეიმო", "დიდ შესვენებაზე", "სკოლის ეზო". წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.383; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.435; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.27-28 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |