შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მანუჩარ მაჩაიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ამბროლაური. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1975 წელს. 1982-1983წწ. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "საქკურორტმშენში" მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების სამმართველოს უფროსად; 1983-1987წწ. ამიერკავკასიის რკინიგზის სამშენებლო ტრესტის მმართველის მოადგილედ; 1987-1988წწ. სამშენებლო გაერთიანება "საქაგრომშენის" N1 სამშენებლო-სარემონტო ტრესტისა და 1988-1995წწ. ლილოს N2 რკინაბეტონის ნაკეთობათა ქარხნების დირექტორად; 1966-1980წწ. იყო თბილისის "დინამოს" ოსტატ ფეხბურთელთა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და სახელგანთქმული ფეხბურთელი; თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე, თბილისის "დინამოს" კაპიტანი; 1968-1980წწ. თბილისის "დინამოს", 1969 წელს თბილისის "ლოკომოტივის", 1980 წელს ტაშკენტის "ფახთაქორის", 1981 წელს მოსკოვის "სპარტაკის", 1981-1982წწ. ქუთაისის "ტორპედოს" საყრდენი ნახევარმცველი; 1974-1979წწ. საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი; 1982 წელს საქკურორტმშენის მტმ-ის უფროსი; 1983-1988წწ. ამიერკავკასიის სამშენებლო ტრესტის მმართველის მოადგილე; 1989-1992წწ. ლილოს N2 რკინა-ბეტონის ქარხნის დირექტორი; 1992 წლიდან ლილოს N2 რკინა-ბეტონის ქარხნის მფლობელი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქიდან; 2002-2006წწ. ქ. თბილისის საკრებულოს წევრი; 2014-2018წწ. თბილისის საკრებულოს წევრი: პროპორციული წესით, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი". სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1971, 1972, 1976), სსრკ ვიცე-ჩემპიონი (1977), სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ვერცხლის პრიზიორი (1979), სსრკ თასის მფლობელი (1979). ინჟინერ-მშენებელი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გარსთა თეორია", დაიცვა 1997 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 218; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.378-379; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ.240; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.89; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 600 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |