შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ ბახტაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სტუდია 1930 წელს, 1951 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1933–1937წწ. სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში; 1933–1952წწ. მუშაობდა თბილისის კინოსტუდიაში მულტფილმების მხატვრად, 1952 წლიდან რეჟისორად. გადაღებული აქვს მულტფილმები: "ყურშა"(1953), "ნარცისი"(1964), "სამი მეზობელი"(1966), "ო, მოდა, მოდა!"(1968), "ისევ მოდებზე"(1969), "ახალი მთვარე"(1972), "სახლობანა"(1973), "გოგონა და ბატი"(1975), "ფანტაზია"(1979), "ლოკოკინა"(1986); შექმნა მულტფილმების სერია პოპულარულ პერსონაჟ–ხელმარჯვე ოსტატზე: "ხელმარჯვე ოსტატი–სპორტსმენი"(1962), "ხელმარჯვე ოსტატი კოსმოსში"(1971), "ხელმარჯვე ოსტატი წყალქვეშ"(1976), "ხელმარჯვე ოსტატი გამოფენაზე"(1980), "ხელმარჯვე ოსტატის საჩუქარი"(1983). კინორეჟისორი, ქართული მულტიპლიკაციური კინოს ერთ–ერთი ფუძემდებელი, წლების მანძილზე ამზადებდა მხატვარ–მულტიპლიკატორთა ეროვნულ კადრებს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.383 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |